საერთაშორისო ფესტივალი „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ გორსა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცში გაიმართება

საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, პროექტში ჩართული  ახალგაზრდები ქართულ – პოლონური სპექტაკლზე „ მუშაობენ, რომლის ჩვენებაც გორსა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„პროექტში ჩართულები არიან გორსა და დიცში მცხოვრები ახალგაზრდები. ფესტივალის ფარგლებში გორში იმყოფებიან რეჟისორები და მსახიობები პოლონეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და უკრაინიდან.

ფესტივალის ფარგლებში,  ერთობლივი პროექტის გარდა, მიმდინარეობს სხვადასხვა თემატიკის პერფორმანსებზე მუშაობა.

ფესტივალი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საგრანტო კონკურსის “საჯარო დიპლომატია 2024” და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალი ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე’’

მიზნად ისახავს ახალგაზრდები  დაეუფლონ კინოსა და თეატრის სამსახიობო ხელოვნებას, შეისწავლონ ფილმების გადაღება- მონტაჟი და ცეკვისა და სიმღერის მრავალფეროვანი მიმართულებები.

 

ქართულ – პოლონური სპექტაკლი და პერფორმანსები წარმოდგენილი იქნება:

პერფორმანსი „გუშინ – ხვალ – დღეს“ – 5 ივლისი, 18:30 საათი –  გორი, მიწისქვეშა გადასასვლელი

პერფორმანსი „ძალა ერთობაშია“ – 6 ივლისი, 20:30 საათი – სოფელი დიცი (ცენტრი, ბიბლიოთეკის მიმდებარედ)

პერფორმანსები: „ძალა ერთობაშია“, „ისტორიები ჩვენი სახლიდან“ –  7 ივლისი, 20:30 საათი – გორი, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის შიდა ეზო

 

დასწრება თავისუფალია“, – აღნშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები