ზურაბ ჟვანიას სკოლა „ახალციხეობა 2024-ში” ჩაერთო
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა რაბათში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება “ახალციხეობა 2024-ს” შეუერთდა.
ტრადიციულად, ჟვანიას სკოლამ სტუმრებს განსაკუთრებულად უმასპინძლა: სტენდზე გამოფენილი იყო ქართული ენის შემსწავლელი ბეჭდური და აუდიო სახელმძღვანელოები, 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და ბრენდირებული მასალა. ჟვანიას სკოლის გუნდმა სტუმრებს ექსკლუზიური საკონდიტრო ნაწარმითაც უმასპინძლა.
ჟვანიას სკოლის სტენდი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მოინახულეს და აღფრთოვანება გამოხატეს სკოლის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული აქტივობების მიმართ. მათ ჟვანიას სკოლის საქალაქო ღონისძიებებში ჩართულობის დიდ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ჟვანიას სკოლის გუნდმა მერიის თანამშრომლებს სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სტენდს ჟვანიას სკოლის ადგილობრივი ფილიალის ბენეფიციარებიც ეწვივნენ და ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთვნენ. ვიქტორინა სამცხე-ჯავახეთის ისტორიას ეფუძნებოდა და მონაწილეთა ზოგადი განათლების წაახალისებას ისახავდა მიზნად. გამარჯვებულები ბრენდირებული ნივთებით დასაჩუქრდნენ.
ყველა პირს, რომელიც „ახალციხეობა 2024-ს“ დაესწრო და ჟვანიას სკოლის გიფერის ობიექტივშიც მოხვდა, შეუძლია ეწვიოს ბმულს და ჩამოტვირთოს საკუთარი ფოტო მისალოცი ჩარჩოთი: https://fotoshare.co/e/ryQvU1aBKWdjm0pTOOXlJ