ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ბიბლიოთეკებს სხვადასხვა ჟანრის 500 ერთეული წიგნი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან, სოსო კოპალეიშვილთან, ერთად მუნიციპალიტეტში არსებულ ბიბლიოთეკებს სხვადასხვა ჟანრის 500 ერთეული წიგნი გადასცა.

წიგნები ბიბლიოთეკების მკითხველების სურვილის შესაბამისად შეირჩა. მერიის მიერ გადაცემული წიგნები აერთიანებს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურას და ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხველზეა გათვლილი.

შეხვედრაზე დავით შერაზადიშვილი ბიბლიოთეკების თანამშრომლებს გაესაუბრა და  მათ საჭიროებებს გაეცნო.

„დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ბიბლიოთეკებს სხვადასხვა ჟანრის 500 ერთეული წიგნი გადავეცით. წიგნიერების დონის ამაღლება და ხელშეწყობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ადგილობრივი თვითმმართველობა ყველა თაობის მკითხველის ინტერესისა და სურვილის გათვალისწინებით ყოველთვის ზრუნავს ბიბლიოთეკებში არსებული წიგნადი ფონდების განახლებაზე. შეხვედრაზე, ასევე, გავესაუბრე ბიბლიოთეკების თანამშრომლებს და მათ საჭიროებებს გავეცანი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები