ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85 , N91 და N93 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები, შეიცვალა სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყო დეკორატიული ელემენტები.
საკურორტო ქალაქის იერ-სახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება.