გრიგოლეთი ახალი საკურორტო სეზონისთვის მზად არის
გრიგოლეთი ახალი საკურორტო სეზონისთვის მზად არის. ადგილობრივი ხელისუფლება და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” აქტიურად ზრუნავენ, რომ შეიქმნას დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემო.
სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებს კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურად ახორციელებენ, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა- დანადგარები და სპეციალური ტექნიკა.
ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე გაეცნო გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს.