ბათუმში საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის, ibis Styles-ის პირველი ობიექტი გაიხსნა
საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ibis Styles აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ბოლო წლების განმავლობაში, ბათუმი მართლაც გადაიქცა ევროპაში წამყვან ტურისტულ და საინვესტიციო მიმართულებად. ძალიან მახარებს, რომ ბათუმში ინტენსიურად იხსნება ახალი ტურისტული ობიექტები, ახალი სასტუმროები, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქალაქმა ღირსეულად უმასპინძლოს ვიზიტორებს
მზარდი ტურისტული ნაკადების ფონზე” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ახალი სასტუმროს კონცეფცია მთლიანად სპორტულ თემატიკაზეა აგებული. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 15 მლნ დოლარს შეადგენს. დასაქმდა 50-ზე მეტი ადამიანი. ibis Styles სტუმარმასპინძლობის სექტორში წამყვანი საერთაშორისო კომპანიის – Accor-ის ბიუჯეტური სასტუმროების ბრენდია, რომელიც არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ibis Styles Batumi შავი ზღვის სანაპიროზე Accor-ის პირველი სასტუმროა.