სამტრედიის მაღალმთიან სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

 სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან ადგილებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაა.
 ამ ეტაპზე გომის თემის, სოფელ გომმუხაყრუაში იგება 1100 გრძივი მ. არმირებული ბეტონის საფარიანი გზა, რაც მნიშვნელოვანია ამ დასახლებისთვის. პროექტის დასრულების შედეგად ადგილობრივები მიიღებენ კომფორტული გადაადგილებისთვის საავტომობილო გზას.
 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ლადო ზაქრაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივეს გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები