მარტვილში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სოფლებში იწმინდება საავტომობილო გზები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სტიქიის შედეგების დამდგენი კომისია. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი დატბორა. რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი.