,,თეატრალური იმერეთი – 2024-ის” გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი – 2024-ის” გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა საუკეთესო სპექტაკლითვის -,,აზნაურები“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე).

პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ.

ფესტივალის ფარგლებში ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის 20-მდე პროფესიული, სამოქალაქო და სახალხო თეატრი მონაწილეობდა, გარდა ამისა სტუმრის სტატუსით ჩაერთო მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები.

იმერეთის თეატრალური ფესტივალი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. რეჟისორები და მსახიობები პუბლიკის წინაშე წარდგნენ: კომედიური, ტრაგედიული, დრამატული, ტრაგიკომიკური და სხვა ხასიათის სპექტაკლებით.

საერთაშორისო ფესტივალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, ასევე კულტურისა და სპორტის განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. საერთაშორისო ფესტივალის მე-15 სეზონი საზეიმოდ დაიხურა.

საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი – 2024“ ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

1. ნომინაცია – საუკეთესო სპექტაკლი -,,აზნაურები“ რეჟისორი გოჩა კაპანაძე (ხონის სახალხო თეატრი);
2. ნომინაცია – საუკეთესო რეჟისურა – ,,ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ რეჟისორი მამუკა ცერცვაძე (თერჯოლის სახალხო თეატრი);
3. ნომინაცია – საუკეთესო სცენოგრაფია – ,,გაკვეთილი“ ვანის სახალხო თეატრი და ,,პალატა N 6“ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულ თეატრი;
4. ნომინაცია – საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი);
5. ნომინაცია – ქალის მთავარი როლი – ირინე ჩხეიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი); 6. ნომინაცია – მამაკაცის მთავარი როლი – სოსო კოტორეიშვილი ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი);
7. საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი -გიორგი შენგელია ,,პალატა N6“ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი) და გიორგი ბუბუტეიშვილი ,,გაკვეთილი“;
8. საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი – თეონა ლომსიანიძე ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი) და მარიამ ბუტილი ,,პალატა N6“( სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი);
9. ნომინაცია – ქალის ეპიზოდური როლი – ლუიზა კიკნაძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი);
10. საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი – დავით ჭყოიძე ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი);
11. ნომინაცია – საუკეთესო ქორეოგრაფია -,, ირინეს ბედნიერება „ ბაღდათის სახალხო თეატრი და ,,ბაკულას ღორები“ წყალტუბოს სახალხო თეატრი;
12. ჟიურის სპეციალური პრიზი-საჩხერის სახალხო თეატრი ,, ნატვრის ხე“ და ტყიბულის სახალხო თეატრს ,,როგორ გადავიქეცი ამანათად“;
13. ჟიურის და ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის სპეციალური პრიზი-წყალტუბოს თეატრის მსახიობს სერგო კირკიტაძეს გალაკტიონის როლის ორიგინალურად შესრულებისთვის დ.კლდიაშვილის ,,ბაკულას ღორები“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები