ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

26 ივნისის ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.\
უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი დატბორა: ქალაქ მარტვილში, ნაგვაზაოში, ბანძაში, სერგიეთში, ლეხაინდრაოში, ხუნწში. რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი.
ძლიერმა წვიმამ შიდა გზები და სანიაღვრე არხები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ადგილობრივი ხელისუფლებისა წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
მარტვილში სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყება, პარალელურად კი ზარალის დამთვლელი კომისია იმუშავებს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიისგან მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამდგენი კომისია სწავლობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები