ახალქალაქში მამაკაცი ცოლზე მუდმივი ძალადობის მიზეზით დააკავეს
ახალქალაქში ცოლმა ქმარი დანით დაჭრა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ქალი მეუღლისგან თავს იცავდა – ის მუდმივი ძალადობისა და შეურაცხყოფის ქვეშ იყო.
ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მამაკაცი დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახური ძალადობისთვის დასჯას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ 2 წლის ვადით ითვალისწინებს.