ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები “ფერხისი” და ,,იმედი” ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გამართული ფესტივალის გამარჯვებულები არიან
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები “ფერხისი” და ,,იმედი” ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გამართული ფესტივალის გამარჯვებულები არიან.~
ფესტივალ-კონკურსში ანსამბლებმა პირველი ადგილი დაიკავეს.
ორივე ანსამბლი, ბულგარეთში, კომპანია “MAGICGROUP”-მა და “ART FEST ASSOCIATION “-მა მიიწვია.
“ფერხისს” სამახსოვრო დიპლომებსა და მედლებთან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცა და ბულგარეთში, მომავალ წელს დაგეგმილ ფესტივალზე კვლავ მიიწვიეს მონაწილეობის მისაღებად.
ანსამბლ ,,ფერხისს” ქორეოგრაფი ნინო მდივნიშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო ,,იმედს” – თეა გაბელაია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ორივე ანსამბლს და მათ ხელმძღვანელებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალში.