სოფელ მოხვაში საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარი იგება

სოფელ მოხვაში ე.წ. სერის უბნიდან საჩხერე-ონის საავტომობილო მაგისტრალთან დამაკავშირებელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი.
პროექტი გარდამავალია და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდება.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი მთავარია პრიორიტეტია. 2024 წელსაც ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასთან ერთად. სოფლებამდე მისასვლელი ცენტრალური საავტომობილო გზები ყველგან გამართულია, ამ დროისათვის, ძირითადად, სამუშაოები მიმდინარეობს საუბნო გზების მოწესრიგებაზე“- აცხადებს ლევან ივანაშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები