როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – 24 ივნისის პროგნოზი
24 ივნისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ნავარაუდები.
უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაში მზიანი დღეა. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +32 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
დარია გორში. დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმს. დღე +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
რუსთავში დღისით +34 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.