იმერეთში, ბაღდათის რაიონის მაღალმთიანი სოფელი ხანი სტიქიამ გარე სამყაროს მოსწყვიტა.
ადიდებულმა მდინარემ სოფელთან მისასვლელ ცენტრალურ გზას საძირკველი გამოაცალა, რის გამოც გზაზე გადაადგილება საფრთხისშემცველია. 275 ოჯახიან სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ზეკარის ხეობაშიც, ადიდებულმა მდინარემ ხეობაში არსებული მინერალური წყლების საწარმო
დააზარალა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი მასშტაბურია და მას შესაბამისი კომისია ითვლის. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სოფელ ხანთან მისასვლელად ალტერნატიული გზის მოწყობაზე.