ლიკანში სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლიკანში, მესხეთის N85-ში, სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
“სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს საერთო სამშენებლო და გამწვანების სამუშაოებს, სკამებისა და სანაგვე ურნების მონტაჟს, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას, გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა სპორტული მოედანიც.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა და განვითარებაა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.