“ავტომობილი გვეყენა გარეთ, რომელიც წყალმა წამოიღო და ახლაც მდინარეშია” – ხარაგაულში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხარაგაულის რაიონის სოფელ გედსამანიაში.

სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ამასთან, დატბორილია ეზოები და დაზიანებულია ნათესები.

“ყველაფერი გაგვიფუჭა, რაც გარეთ იყო. ავტომობილი გვეყენა გარეთ, რომელიც წყალმა წამოიღო და ახლაც მდინარეშია. წყალმა ბოლომდე გააფუჭა. ძალიან დიდი წვიმა  იყო, გარეთ ვერ გამოხვიდოდი. მდინარეც უცებ, ხუთ წუთში მოვარდა და ყველაფერი წაიღო. საშინელი ამბავი იყო”, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, არჩილ ჩადუნელი.

ადგილობრივების თქმით, ისინი მოწყვეტილები არიან ცენტრალურ გზას.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ლენა აბაშიძე აცხადებს, სტიქიის დროს მერსა და ვიცემერთან, ასევე, სამაშველო სამსახურთან ერთად მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდა. მისივე თქმით, იგეგმება ზარალის დათვლა და ანაზღაურება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები