ზესტაფონის სპორტის სასახლეში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი მიმდინარეობს 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მესამედ მასპინძლობს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, სპორტის ოსტატის, ზაზა ედიბერიძის სახელობის ტურნირს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

რესპუბლიკურ ტურნირზე 200-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ზესტაფონის სახელით ტურნირზე 12 მოჭიდავე ასპარეზობს.

ტურნირის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი მიესალმა და წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს.

“ჩვენს ქალაქს აქვს პატივი უმასპინძლოს ტიტულოვანი სპორტსმენის ტურნირს, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია. სპორტული ორთაბრძოლის ამ სახეობაში, საქართველოს მრავალი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. იმედს ვიტოვებ რომ ამ ჭაბუკებიდანაც გაიზრდებიან მომავალი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები”, – ვასილ გველესიანი

ტურნირი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეებს სიგელები, თასი და მედლები გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები