ბორჯომის თოჯინების თეატრში თემატური საღამო ,,საქმით მეტყველი სული“ გაიმართა
ბორჯომის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინიციატივით, თოჯინების თეატრში გაიმართა თემატური საღამო ,,საქმით მეტყველი სული“, რომელიც დიდი ქართველი მამულიშვილის – ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხებოდა, მის უდიდეს როლს უძველესი ქართული ხელნაწერების შეგროვებასა და შენახვაში; საზღვარგარეთ გატანილი ეროვნული საგანძურის გადარჩენაში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები.ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მევიოლინე თეა მანჩხაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები.