საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღის ბოლომდე ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).