ლიკანში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ლიკანში, მესხეთის N39-ში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას, საერთო სამშენებლო და გამწვანების სამუშაოებს, საპარკე სკამებისა და სანაგვე ურნების მონტაჟს, გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.

მერის, ოთარ არბოლიშვილის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა რეკრეაციული სივრცეებისა მოწყობაა.

,,ბორჯომი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორჯომის მერმა.

ინფორმაციისთვის, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები