ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მაისის თვეში 1 153 ბენეფიციარს 346 145 ლარის დახმარება გაეწია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მაისის თვეში 1 153 ბენეფიციარს 346 145 ლარის დახმარება გაეწია.
“მათ შორის:
181 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 159 430 ლარი გამოიყო;
95 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 17 483 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 34 პაციენტი 31 212 ლარით დაფინანსდა;
109 მრავალშვილიანი ოჯახი 26 200 ლარით დაფინანსდა;
304 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 340 ლარით დაფინანსდა;
100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200 ლარი ჩაერიცხა;
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა”,- ნათქვამია ბორჯომის მერიის განცხადებაში.