ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის განახლება მიმდინარეობს

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის განახლება მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება” ავრცელებს.

”ამ კუთხით აღსანიშნავია ნატოსა და ევროკავშირის დახმარება.

სამედიცინო დაწესებულებები განახლების პროცესშია ისეთი მნიშვნელოვანი აპარატურით, როგორიცაა პორტატიული რენტგენი, ულტრასონოგრაფიის აპარატი, ხელოვნური სუნთქვის მოწყობილობები, ელექტრო კარდიოგრაფი, შოკისებური გაყინვის მაცივარი, ჰოლტერის აპარატი, კარდიომონიტორები, ულტრათანამედროვე ართროსკოპი, კასკადური პლაზმაფერეზის აპარატი, საოპერაციო ნეიროქირურგიული მიკროსკოპი, კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) 2 ერთეული სკანერი, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი (T3), ციფრული რენტგენი, ჰემოდიალიზის აპარატი, ლაპაროსკოპი, საოპერაციო მაგიდები.

უკვე დასრულდა ქირურგიისა და ნევროლოგიის განყოფილების სრული რეაბილიტაცია. უახლესი აპარატურით აღჭურვა სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრშიც განხორციელდა. მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე მათი ოჯახის წევრები განახლებული აპარატურით სულ მალე მიიღებენ.

თავდაცვის სამინისტროს პროექტის ბიუჯეტი 35 000 000 ლარია”,-წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები