ლაგოდეხში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ჩატარდა

ლაგოდეხში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური საბავშვო გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. ამის შესახებ ლაგოდეხის მერიაში აცხადებენ.

“ბავშვების საზეიმო განწყობისათვის თემატურად გაფორმებული მრავალფეროვანი გარემო და ფოტო-სივრცეები მოეწყო, ასევე სახეზე ხატვის საბავშვო კუთხე.
დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები,
გაიმართა სხვადასხვა
ანიმაციური გმირების , ფერადი ბოლის, რობოტებისა და ანიმატორების შოუ.
ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა გმირები და სახის მოხატვის საბავშვო კუთხის მხატვრები მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, სამუსიკო სკოლის ,,ვაჟთა გუნდი“-სა და საბავშვო ვოკალური სტუდია ,,ლა-პრიმა’’ -ს წევრების კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები