ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა გასართობი შოუ-პროგრამით აღინიშნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა გასართობი შოუ-პროგრამით აღინიშნა.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება სპორტული ნაწილით დაიწყო, მხიარულ სტარტებში ერთმანეთს ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ. შემდეგ კი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კულტურული აქტივობებით გაგრძელდა. ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლების მონაწილეობით გამართული კონცერტის შემდეგ, „რანინას“ მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა.

„პატარების საზეიმო განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში მხიარული ანიმატორები და ცოცხალი ქანდაკებები ზრუნავდნენ. მოეწყო ფოტო კუთხეებიც.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ადგილობრივებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა მიულოცეს. შემდეგ კი, მათ წარმატებული მუსიკოსები და სპორტსმენები დააჯილდოვეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბედნიერ მომავალს უსურვებს!“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები