თელავში „მშვიდობის პარკი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
თელავში „მშვიდობის პარკი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა პარკში შეკრებილ პატარებთან ერთად საზეიმო ღონისძიებებით გახსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ადგილზე მისულ სტუმრებს უამრავი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა დახვდათ. პარკის სტუმრების განწყობაზე ანიმატორები და სხვადასხვა როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები ზრუნავდნენ.
ღონისძიებაში ჩართული იყო სხვადასხვა, ორგანიზაცია, სტუდია და იმ ადამიანები, რომლებმაც სრულიად უანგაროდ, ჩვენი ბავშვებისათვის, მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღის გალამაზებაზე იზრუნეს.
„მშვიდობის პარკი“, რომელიც 2 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა გაშენებული, აერთიანებს სხვადასხვა საბავშვო-გასართობ კუთხეს, ტრენაჟორს, კახეთის რეგიონში პირველ სკეიტ პარკს, ველო და ფეხით სასიარულო ბილიკებს. პარკის გაშენება 2022 წლის მაისში დაიწყო და ჯამურმა ბიუჯეტმა 2 516 448 ლარი შეადგინა. პროექტი დაფინანსებულია საპილოტე რეგიონული ინტეგრირებული განვითარების პროგრამის მიერ.