სამტრედიის მერია სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციას და სხვადასხვა სამუშაოებს ახორციელებს

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლის” ფარგლებში, მეწარმე გია თვალავაძემ, ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, 10 ჰექტარზე ტყემლის ბაღი გააშენა.

დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ტყემლის ბაღი დაათვალიერა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, თითოეულ ასეთ წამოწყებას, როგორც სახელმწიფოსგან, ისე ადგილობრივად მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.

,, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება. დღეს ჩვენ ვხედავთ სამტრედიაში, სოფელ ღანირში გაშენებულ ტყემლის ბაღს, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. აღნიშნული პროგრამა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი დახმარების შედეგად ხორციელდება. რაც შეეხება ადგილობრივად, ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელ გზებს, წყალსაწრეტი არხების მოწყობას და სხვადასხვა სამუშაოებს ახორციელებს. ჩვენ დღეს ადგილზე შევისწავლეთ მდგომარეობა და გზის მოწესრიგებით ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ”, – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

,,მადლობის მეტი არაფერი მეთქმის როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით. სახელმწიფო პროგრამების-  დანერგე მომავლის, ასევე   შეღავათიანი აგროკრედიტით და ტექნიკის თანადაფინანსების ფარგლებში მივიღე დაფინანსებები, რაც დამეხმარა ჩემი ბიზნესი წამომეწყო და ადამიანებიც დამესაქმებია. წინ ბევრი გეგმები გვაქვს და ვფიქრობ, ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.”- განაცხადა გია თავალავაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები