ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში ,,ბოლო ზარი 2024″ გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქალაქის ცენტრალურ პარკში ,,ბოლო ზარი 2024″ გაიმართა, რომელსაც ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“თქვენს ცხოვრებაში ახლა სრულიად განსხვავებული და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, თქვენი მიზნების მიღწევას შეძლებთ და ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს. გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს! – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საღამო DJ ALEX-მა ელექტრონული მუსიკით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები