ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
,,კაი რა….. ჩემო საყვარელო, ტრისტან……..”, – წერს მსახიობი პაატა გულიაშვილი.
ტრისტან სარალიძე 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში.რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი ( „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ ), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა ( „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო ( „კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული ( „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ), ლადო ( „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ ). 2010 წელს მიენიჭა ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.