ოზურგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია მოეწყობა
ქალაქ ოზურგეთში, ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მოეწყობა,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოზურგეთის თეატრის წინ, მოედანზე 14 ივნისიდან – 14 ივლისამდე დამონტაჟდება დიდი ეკრანი და არსებული სივრცეც მოეწყობა სათანადოდ.
„მინდა ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ გითხრათ – გადავწყვიტეთ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მოვაწყოთ ჩვენს ქალაქში. თეატრის წინ, მოედანზე 14 ივნისიდან 14 ივლისამდე დამონტაჟდება დიდი ეკრანი და არსებული სივრცეც მოეწყობა სათანადოდ. შესაძლებლობა გექნებათ, დიდ ეკრანზე მიადევნოთ თვალი მთელს ჩემპიონატს! ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს!“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.