ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ახალი პროექტები მზადდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ახალი პროექტები მზადდება, რომლის ჯამური მოცულობა 20 მილიონი ლარი იქნება,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

„განვაგრძობთ სოფლებში გზების რეაბილიტაციის და მოწყობის სამუშაოებსაც. 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რეგფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 2 172 000  ლარის სამუშაოებს ვაკეთებთ.  პროგრამის დასრულების შემდეგ, სოფლებში კრიტიკულ მონაკვეთებზე  დაახლოებით 20 კმ-მდე  გზა, ბეტონის საფარით მოეწყობა. აქვე მინდა გითხრათ, რომ უკვე დასრულდა ტენდერი და ვიწყებთ ქ. ოზურგეთსა და ჩვენს სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ახალი პროექტების მომზადებას, რომლის ჯამური მოცულობაც 20 მილიონი ლარი იქნება. თუ სად და რა მონაკვეთებზე გაკეთდება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა – ამ ინფორმაციას მომდევნო სხდომებზე წარმოგიდგენთ.

სიახლეები გვაქვს ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულშიც – ნატანებში სამი მრავალბინიანი სახურავის სრულ რეაბილიტაციას გავაკეთებთ, რისთვისაც 160 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, დაგეგმილია ე.წ. მე-15 ბრიგადის დასახლებაში 720 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობა, რისთვისაც   396 000 ლარი დაიხარჯება,“- აღნიშნა მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები