რუსთავში ძველი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავთენტური შენობა შენდება

რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით,  მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
 გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის, 600 კვადრატული მეტრი ფართის  სამსართულიანი ახალი შენობა შენდება.
პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.
,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე განსაკუთრებული პროექტია რუსთავისთვის. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  სწორედ ეს პროექტი მისცემს ათასობით რუსთაველ ახალგაზრდას ახალ შესაძლებლობას, მიიღოს არაფორმალური განათლება და  არსებული უნარები სხვადასხვა მიმართულებით  განავითაროს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ახალი სასახლის შინაარსობრივ კონცეფციაზე,  რუსთავის მერიის სერვისების და რეფორმების ჯგუფი მუშაობს. ტრადიციულ სასწავლო დისციპლინებს, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ძველ სასახლეში ისწავლებოდა, ახალი მიმართულებები დაემატება და რუსთაველ ახალგაზრდებს,  მათ ინტერესებზე მორგებული, კიდევ ერთი საგანმანათლებლო ცენტრი ექნებათ.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში მოეწყობა მეტალპლასტმასის ფანჯრები და ვიტრაჟები, სასმელი წყლის, გათბობისა და ელექტროგაყვანილობის ქსელი, ჩატარდება შიდა ინტერიერის სარემონტო სამუშაოები. შენობის ფასადზე დამონტაჟდება დეკორატიული განათება.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობის პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით  ხორციელდება

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები