ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ნაგავმზიდი შეიძინა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ნაგავმზიდი შეიძინა. ახალი სპეცტექნიკა მორგებულია მუნიციპალიტეტის რელიეფზე, რომელიც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს ნარჩენების ეფექტურ მართვას.
ახალი „ივეკოს“ ფირმის სპეცტექნიკაში, მუნიციპალიტეტის მერიამ 430 630 ლარი გადაიხადა. ჯამში, მუნიციპალიტეტს 3 ერთეული ნაგავმზიდი მოემსახურება.