რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში შეხვედრები განაახლა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს, რუსთავში გაიმართა.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობას კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო.
მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვილებებზე ასევე ესაუბრნენ კომისიის წევრები – დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი შატაკიშვილი. მათ მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღესვე მოსახლეობასთან შეხვედრას თელავში გამართავს.