სამტრედიაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.

დავით ბახტაძე -,,დღევანდელი თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოუელი ჩვენგანისთვის, რადგან ფაშიზმზე გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა ჩვენმა ქვეყანამ საქართველომ. სამტრედიის მუნიციპალიტეტში სამწუხაროდ უკვე აღარ არის არცერთი ომის ვეტერანი,  ძალიან დიდი დანაკლისია ეს თითოეული ჩვენგანისთვის.”

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები  1000 ლარს მიიღებენ.

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი იბრძოდა, 300 000 მეტი ბრძოლის ველიდან ვერ დაბრუნდა სამშობლოში. ქართველმა ერმა უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვების მოპოვებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები