გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა

გორში ევროპის დღე სახალისო სიმბოლური გარბენით აღინიშნა.

ღონისძიებაში, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

გარბენის მანძილი 5 კილომეტრი იყო.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ორგანიზებით მოეწყო.

ევროპის დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალური ქუჩები საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოიფინა.

ტრადიციულად ევროპის დღე, როგორც ევროკავშირის დაბადების დღე, 9 მაისს აღინიშნება. საქართველო ევროპის დღის აღნიშვნას 2004 წლიდან  შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები