️ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

️ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
სასულიერო პირებმა ომში დაღუპულებს პანაშვიდი გადაუხადეს.

იოსებ ხახალეიშვილი სახლში ესტუმრა ქუთაისელ ომის ვეტერანს შოთა ჩიხლაძეს და გამარჯვების დღე მიულოცა.

” 79 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე განსაკუთრებულად ძვირფასია მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის, რომლებიც ძალიან ცოტანი დარჩნენ ჩვენს გვერდით.

ბატონი შოთა ჩიხლაძე ერთ-ერთი მათგანია. დღეს სახლში ვესტუმრე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს და გამარჯვების დღე მივულოცე.

102 წლის ვეტერანს ნათლად ახსოვს ომის დღეების ტკივილი, გამარჯვების სიხარული და კარგად იცის მშვიდობის ფასი.
პატივი და დიდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და გმირებს!” – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები