გორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
გორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ახლობლებიც. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 79 წლის წინ განვითარებული მძიმე მოვლენები.
გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის ერთი მონაწილეღა ცხოვრობს. ის გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან წლის განმავლობაში ფულადი დახმარების სახით 1000 ლარს მიიღებს.