სვანეთში, მდინარე ნაკრასა და ენგურის მიმდებარედ, ორ დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ – ერთი ცხედარია ნაპოვნია

სვანეთში სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. მაშველები ორ დაკარგულ ახალგაზრდას – გიორგი ვიბლიანისა და საბა გვარმიანს ეძებენ. გუშინ მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ აღმოაჩინეს. ძებნა-შველის ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამუშაოები მდინარე ნაკრასა და მდინარე ენგურის მიმდებარედ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამძებრო ოპერაციაში ჩართულია დრონებიც.

შემთხვევა მდინარე ნაკრას ხეობაში 3 დღის წინ მოხდა. მე-12 კლასელები სოფელ ჭუბერში გამართული, მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, მანქანა მოუსრიალდათ და მდინარე ნაკრაში გადავარდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები