„ქუთაისქალაქობის“ ფარგლებში, ქუთაისს დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა უცხოელი მეგობრები განახლებულ „ოქროს ჩარდახში“ მიიღო. სტუმრები ხარკოვიდან, სუმიდან, პოზნანიდან, მარიბორიდან და უნგენიდან, ბულგარეთის ელჩი საქართველოში ვესელინ ვალკანოვი, საგანგებოდ ჩამოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ „ქუთაისქალაქობა 2024 „-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
„ოქროს ჩარდახში“ წარმოდგენილი იყო დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის მიერ მომზადებული გამოფენა „ძველი ქუთაისი“.
სტუმრებმა ნ.ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაათვალიერეს გამოფენა თემაზე „ქუთაისის ფოლიანტები X – XVII საუკუნე“.
„ქუთაისქალაქობა“ არ არის დღესასწაული მხოლოდ ქუთაისელებისთვის. ამ დღეს ქუთაისი ყოველთვის მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. დღეს ქალაქში სტუმრები გვყავს ჩვენი დამეგობრებული ქალაქებიდან, რომლებიც უკრაინიდან, პოლონეთიდან, მოლდოვიდან და უნგრეთიდან გვეწვივნენ. ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ევროპული ღირებულებებით და შემთხვევითი არაა, რომ დღეს სწორედ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ვმასპინძლობთ. მჭიდრო პარტნიორობა და თანამშრომლობა ჩვენს დამეგობრებულ ქალაქებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა ჩვენს ქვეყანას უკვე მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და სრულუფლებიან წევრობამდე გასავლელ გზაზე მათი მხარდაჭერის იმედიც გვაქვს. სტუმრებს განახლებულ „ოქროს ჩარდახში“ ვუმასპინძლეთ, გავაცანით ჩვენი ქალაქის ისტორია და აწმყო, დავათვალიერეთ რამდენიმე გამოფენა. ჩვენი უცხოელი მეგობრები დღეს დაგეგმილ ყველა ღონისძიებას დაესწრებიან.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.