ბოლნისის საფეხბურთო კლუბმა „სიონმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო

ბოლნისის საფეხბურთო კლუბმა „სიონმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო.

თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის „სიონმა“ სართიჭალის საფეხბურთო კლუბ „შტურმს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

რვა ტურის შემდეგ ბოლნისის „სიონმა“ 19 ქულა დააგროვა და პირველ ადგილს რუსთავთან ერთად იყოფს.

საფეხბურთო მატჩს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, პაპუნა მუშკუდიანთან ერთად დაესწრო.

,,თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო მატჩს დავესწარი, სადაც ბოლნისის „სიონი“ სართიჭალის საფეხბურთო კლუბ „შტურმს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

რვა ტურის შემდეგ, ბოლნისის „სიონმა“ 19 ქულა დააგროვა და პირველ ადგილს რუსთავთან ერთად იყოფს. ვულოცავ ჩვენს ფეხბურთელებს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ შემდეგ თამაშზე,”- განაცხადა ბოლნისის მუნუციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები