აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა შუახევის მუნიციპალიტეტში საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა და მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო.

აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილია კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნის, ტკბილი წიწაკის, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, სალათის ფურცლის და სხვა ბოსტნეულის 300 000 – მდე ჩითილი.

მაისის დასაწყისიდან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ჯიშური ნიშან-თვისებების დაცვით გამოყვანილი მაღალხარისხიანი ჩითილები, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს უხვ და ხარისხიანი მოსავლის მიღებას.
საჩითილე მეურნეობებში ასევე იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის წვრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები