გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კარიტასი ეკო და აგროტურიზმის განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კარიტასი ეკო და აგროტურიზმის განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტს განახორციელებენ, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი მოიცავს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიასა და საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებს.

შეხვედრას, სადაც პროექტის განხორციელების ეტაპებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად ესწრებოდნენ, გორის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კარიტასის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მოეწყობა ტურისტული ბილიკები, განვითარება ეკო – საგანმანათლებლო და საბანაკე სივრცეები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში კი მოხალისეები იზრუნებენ ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე.

გარდა ეკო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა, პროექტი მდგრადი განვითარების ხელშეწყობით ადგილობრივების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები