27-28 აპრილს გაიხსნება შემეცნებითი და გასართობი სივრცეები და გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილი იქნება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი და კონცერტები.
საპატიო ბათუმელებს 28 აპრილს დააჯილდოებენ. ბათუმობა კი – გალაკონცერტით დასრულდება. ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება .