სოფელ თელაში, ტრადიციული, სახალხო დღესასწაული „თელაობა 2024“ აღინიშნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, ტრადიციული, სახალხო დღესასწაული „თელაობა 2024“ აღინიშნა.
მთელი დღის განმავლობაში, კულტურულ-სპორტული და გასართობი აქტივობები მიმდინარეობდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, საჯარო სკოლების მოსწავლეების ნახატების გამოფენა.
მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ, დაეგემოვნებინათ ადგილობრივი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინის სხვადასხვა სახეობა.
პარალელურად მიმდინარეობდა, მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის შეჯიბრი, მინი ფეხბურთსა და მკლავჭიდში. საფეხბურთო მატჩის გამარჯვებული, სოფელ თელის გუნდი გახდა.
ღონისძიების დასასრულს, ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.
სახალხო დღესასწაულს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივები დაესწრნენ