სენაკში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 21 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წაუყენებენ 

სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 21 წლის ახალგაზრდას დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წაუყენონ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.

გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაიწყო, რომელიც 25 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა. ცივი იარაღით დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გრძელდება ძიება დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები