,,გაზაფხულის ლიდერთა ბანაკი 2024″ ბაკურიანში დასრულდა
,,გაზაფხულის ლიდერთა ბანაკი 2024″ ბაკურიანში დასრულდა, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
პროექტში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14-დან 30 წლამდე ასაკის კონკურსის წესით შერჩეული 80 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი ბაკურიანში სამ-სამი დღით ორ ეტაპად გაემგზავრნენ.
ინიციატივის მიზანი პროექტების წერის, ლიდერული და მართვის უნარების გაუმჯობესება იყო.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების” თანადაფინანსებით განხორციელდა.