ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ დავითიანში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მიმდინარე სამუშაოებს, ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, ინფრასტრუქის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სოფელ დავითიანის შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, 1 850 გრძივი მეტრ მონაკვეთზე სრულდება.
პროექტი, რეგიონული განვითრების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, 1 373 480 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ დავითიანში შიდა სასოფლო გზა, ასფალტო ბეტონით საფარით, პირველად იგება.