გოგი მეშველიანის ბიუროში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის წევრის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბიუროში მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შეხვედრა სოფლების: ჭაპალას, სავანეთისა და სამტრედოს მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხს შეეხებოდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს მელიორაციის ბოლნისის სერვისცენტრის დირექტორი რეზო რაქვიაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს.