️ დათო გოგუამ მრჩეველთა საბჭოს წევრებს 2023 წლიდან დღემდე განხორციელებილ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მრჩეველთა საბჭოს წევრებს 2023 წლიდან დღემდე განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მოქალაქეები, დაინტერესებული პირები.
მერმა საბჭოს წევრებს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტებიც გააცნო.
ანგარიშის წარდგენის შემდგომ დათო გოგუამ მოქალაქეებისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე, გამოთქვეს მოსაზრებები და წამოაყენეს ინიციატივები.
საბჭოს მუშაობის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, მერის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებებისა და რჩევების შემუშავებაა.